ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია დედაქალაქში 
20-12-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა, მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა. 

16 დეკემბერს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები და მშობლები, კლასის დამრიგებლის - ინა მანასიანის ორგანიზებით, პროექტის - „სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები“ ფარგლებში დედაქალაქს ესტუმრნენ. მოსწავლეები თბილისში „ჰოვანეს თუმანიანის სახლსა“ და სამეცნიერო-კულტურულ და კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრ „ჰაიარტუნს“ ეწვივნენ.

მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს:

  1. საქართველოს ეროვნული მუზეუმი;
  2. სურბ ეჯმიაწინის ეკლესია;
  3. მეიდანი და სურბ გევორგის ეკლესია.

მოსწავლეებმა ასევე თბილისის მთავარი ნაძვის ხე ნახეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

მოსწავლეები ექსკურსიიდან სასიამოვნო ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილელებით დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203