„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, ვიდეორგოლი ჩაწერეს
20-12-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში პროექტი - „ვებრძოლოთ ადიქციას“ განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ბიოლოგიის მასწავლებელთან - მანანა ლემსაძესთან შეხვედრა მოეწყო, რომელიც მოსწავლეებს ადიქციის შესახებ ესაუბრა.
მოსწავლეებმა ვიდეორგოლი - „ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას“ ჩაწერეს. ისინი აქტივობებში მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გამოავლინეს.
აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამილა რიონიძე იყო, რომელიც მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს