„უცნობი ფაქტები ილიაზე“- კუჭატნის საჯარო სკოლაში საინტერესო ვიქტორინა გაიმართა
20-12-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები იმართება.

ამჯერად კი, მოსწავლეებში ზოგადი განათლების, სწავლისადმი მოტივაციისა და წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის დამრიგებლის ორგანიზებით, ვიქტორინა - „უცნობი ფაქტები ილიაზე“ მოეწყო. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა ყუთიდან სახელწოდებები ამოიღეს და გუნდებად გადანაწილდნენ. ვიქტორინაში სულ სამი გუნდი -„თერგდალეულები“, „კავკასიელები“ და „ივერიელები“ მონაწილეობდნენ.

„ვიქტორინა იყო შემეცნებითი, საინტერესო და ინფორმაციული, მოსწავლეებმა უამრავი ახალი ინფორმაცია გაიგეს და ისწავლეს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა სკოლის დირექტორ ნინო მელქოშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203