
თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეების ისტორიას სიღრმისეულად სწავლობენ. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ისტორიის კლუბი „ეპოქა“, რომლის წევრები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში არიან ჩართულნი.
15 დეკემბერს, სკოლის კლუბს სტუმრობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტთან არსებული ისტორიის კლუბის - „სამანის“ დამფუძნებლები გიორგი
გოგიშვილი და თემო სიხარულიძე, რომლებმაც კლუბის წევრებს წარუდგინეს პრეზენტაცია საქართველოს გაერთიანების შესახებ.
პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა. ასევე, გაიმართა დისკუსია სტუდენტებსა და მოსწავლეებს შორის.
„შეხვედრა იყო მეტად საინტერესო და ნაყოფიერი“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: