ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს კუთხეების შესახებ საინტერესო კონკურსი ჩატარდა
20-12-2023

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში, ისტორიის მასწავლებელმა - არმენუი პაპოიანმა მოსწავლეებს საინტერესო შემაჯამებელი დავალება შესთავაზა. მან მე-7 და მე-7 კლასელებს შორის კონკურსი ჩაატარა, რომლის თემა საქართველოს კუთხეების გაცნობა იყო. კონკურსზე მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მე-7კლასმა კონკურსზე აჭარა წარადგინა მისი ტრადიციებითა და სამზარეულოთი, ხოლო მე-7 კლასმა იბერია აირჩია.

ბავშვებმა საქართველოს კუთხეების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, მათი მცხოვრებლების ადათ-წესებზე ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203