„დიდი გალაკტიონი“- დაბლაციხის საჯარო სკოლაში პოეტთა მეფეს კვირეული მიეძღვნა
20-12-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივირებაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელთან ერთად, გალაკტიონ ტაბიძის კვირეული - „დიდი გალაკტიონი“ ჩაატარეს. აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ „პოეტების მეფის“ შესახებ ისაუბრეს, არჩვეულებრივი წარმოდგენა გამართეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ გარემოც შესაბამისად იყო გაფორმებული, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო საინტერესო ელფერს სძენდა. მოსწავლეთა წარმოდგენამ სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203