გარდაბნის N3 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, მშობლიური ენის საინტერესო გაკვეთილზე, ახალი გამოგონებების შესახებ ინფორმაცია მოაგროვეს
20-12-2023
გარდაბნის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ თემატურ ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, მორიგი აქტივობა მე-3ბ კლასში, პედაგოგ - სევდა შახვერდიევას ხელმძღვანელობით, გაიმართა. მოსწავლეებმა მშობლიური ენის გაკვეთილზე ახალი გამოგონებების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოაგროვეს. ისინი გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მასწავლებელს კითხვები დაუსვეს და ისაუბრეს.
პედაგოგმა სევდა შახვერდიევამ მოსწავლეების შეგროვებული ინფორმაციის გამოყენებით, ბუკლეტი მოამზადა.