ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
19-12-2023

„განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბენარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს - მათე ფეიქრიშვილს-ოქროს მედალი,ხოლო მეგი მერაბიშვილს - ვერცხლის მედალი გადაეცათ.

წარჩინებულ მოსწავლეებს - მარიამ გელაშვილს, თამუნა გიგოლაშვილსა და მათე გაბრიჩიძეს კი - კომპიუტერები.

საზეიმო ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, ადიგენის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, წარჩინებული მოსწავლე-ახალგაზრდები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

წარჩინებულ ახალგაზრდებს მედლები და კომპიუტერები ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ინგა ბოჭორიშვილმა გადასცეს, მიღწეული შედეგები მიულოცეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.

პროგრამას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით ახორციელებს.

სკოლაში ახალგაზრდების წარმატება ახარებთ და მათ წისნვლას უსურვებენ. 

„ულევი სიხარული და წარმატება ჩვენს მომავალ თაობას, გვეხაროს მათი წარმატებით მადლობა ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობას, ჩვენი სკოლის პედაგოგებს, მშობლებს, მოსწავლეებსა და დამრიგებელს კიდევ მრავალი თაობა აღეზარდოს ბენარის სკოლას და გვეამაყოს მათი წარმატებებით“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203