ოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს ესტუმრნენ
19-12-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

სკოლის საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგები - მთვარისა ზედგინიძე და ლელა შავაძე VII-VIII-IX  კლასის მოსწავლეებთან ერთად , სასწავლო მიზნებიდან  გამომდინარე სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს - „ექსპერიმენტორიუმს“ ესტუმრნენ. 

მოსწავლეებმა მუზეუმის ექსპოზიცია დაათვალიერეს, ხელით შეეხნენ ექსპონატებს, ასევე მეცნიერული შოუში ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და ამავე დროს ახალი ცოდნა შეიძინეს, არსებული კი განიმტკიცეს. 

ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203