
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში, ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულისთვის დიდი სამზადისი დაიწყო.
სხვადსხვა კლასის მოსწავლეებმა, სკოლის მოსართავად, საახალწლო დეკორაციები დაამზადეს, ფერადი ქაღალდების ფურცლებით ფიფქები დაამზადეს და ფანჯრებზე გააკრეს.
განწყობა ამაღლებული მოსწავლეები, დიდი იმედებითა და საუკეთესო მოლოდინებით ელიან დღესასწაულს, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს ერთნაირად უყვარს და უხარია.
დღე ემოციებით დატვირთული, მხიარული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: