
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციებს საინტერესო აქტივობებით გაეცნენ.
მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე დაამზადეს კედლის საახალწლო გაზეთი. გაზეთის თემად კი აირჩიეს საგაკვეთილო თემა - ოთხი ქვეყნის ტრადიცია.
საინფორმაციო ფურცელზე დაიტანეს ინფორმაცია თუ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ამა თუ იმ ქვეყანაში და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ნორა აივაზიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: