„საქართველოს მხარეები და მათი სამზარეულო“ - შთამბეჭდავი გაკვეთილი ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში
19-12-2023

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასში, სასწავლო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა თემაზე - „საქართველოს მხარეები და მათი სამზარეულო“. 

საგაკვეთილო თემის ფარგლებში, მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები, რომლებიც თავად მოამზადეს და ხაზი გაუსვეს თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელ თავისებურებას.

სკოლაში აღნიშნეს, რომ ქართული სამზარეულოს მთავარი მახასიათებელი რეგიონებს შორის მისი მრავალფეროვნება და განსხვავებულობაა - ეს კი, ნათლად გამოიკვეთა გაკვეთილის მსვლელობისას.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილმა საინტერესოდ და შთამბეჭდავად ჩაიარა.

გაკვეთილს, მასწავლებელი ირმა ცხადაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203