ნამაშევის საჯარო სკოლაში „STEM-ვიქტორინა“ გაიმართა
19-12-2023
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.

ამჯერად, სკოლაში მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის წევრთა ორგანიზებით, შემეცნებითი ღონისძიება - „STEM - ვიქტორინა“ გაიმართა. მისი მიზანი მოსწავლეებში STEM-ის საგნების - მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის პოპულარიზაცია იყო.

ვიქტორინაში VII, VIII, IX და XI კლასის მოსწავლეებით დაკომპექტებული სამი გუნდი - „ნიკე“, „ლაზიერები“ და „შეუდარებელი“  მონაწილეობდა. გამარჯვება კი გუნდმა „ნიკემ“ მოიპოვა. ვიქტორინაში გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს სერტიფიკატები გადაეცათ.

როგორც სკოლაში ამბობენ, ვიქტორინა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203