
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.
კვირეული სამოქალაქო კლუბის „აქტიური მოქალაქე“(ხელმძღვანელი მაია გორელიშვილი) და მოსწავლეთა თვითმმართველობის (ხელმძღვანელი ლუკა ელისაბედაშვილი) ინიციატივით ჩატარდა.
კვირეულში მონაწილეობდა მე-8 - მე-11 კლასის მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულმა საინტერესოდ ჩაიარა, მოეწყო ნახატების გამოფენა, მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო სახის ბუკლეტები და ასევე, გამართეს ესეების კონკურსი თემაზე - „გენდერული თანასწორობა“, ბოლოს, კი გამოვლინდა გამარჯვებული მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ კეღოშვილი.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის სახეებზე, მათი პრეზენტაცია კი, იყო ინფორმაციული და პრევენციული სახის ვიდეორგოლებით გაჯერებული.
იხილეთ ფოტოები: