„სკოლა ტელეფონის გარეშე“ - შავღელეს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
19-12-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მერვე კლასში საინტერესო კლასის საათი მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

დამრიგებელმა მოსწავლეებს შესთავაზა დაესახელებინათ თემა, რომელზეც სურდათ საუბარი. კლასის საათი წარიმართა თემაზე - „სკოლა ტელეფონის გარეშე“.

მოსწავლეებმა დააფიქსირეს თავიანთი აზრი, მათთვის თემა ძალიან საინტერესო და მრავალმხრივ სასაუბრო აღმოჩნდა, შედეგად კი მე-8 კლასის დამრიგებელმა მოსწავლეთა აქტიურობით, მოამზადა პროექტი - „სკოლა ტელეფონის გარეშე“.

მოსწავლეებმა, წარადგინეს პლაკატები და საინტერესო პრეზენტაცია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი მიღწეულია. მოსწავლეები აცნობიერებენ ტელეფონის გამოყენების უარყოფით და დადებით მხარეებს.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მე-8 კლასის მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე - სკოლა ტელეფონის გარეშე უფრო ნაყოფიერ ცოდნას იძლევა. 

„ტელეფონი ხელს უშლის  მოსწავლეებს და ყურადღების გამფანტველია,“ - ამბობენ მოსწვალეები - ნინა, გოგა, მირანდა, კახა და დათო.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203