ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება აღნიშნეს
19-12-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება იზეიმეს.
სკოლაში ქვეყნის ევროპული მომავლისკენ გადადგმული ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახარებთ, მოსწავლე-მასწავლებლებმა ისტორიული მოვლენა ერთმანეთსა და მთელ საქართველოს მიულოცეს. სასკოლო საზოგადოებამ თემატური პლაკატები დაამზადა, ისინი ეზოში შეიკრიბდნენ და ერთმანეთს სიხარულს უზიარებდნენ.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ამ დღემდე მისასვლელ გრძელ გზაზე ისაუბრეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს