
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის საზეიმოდ და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.
შესაბამისად, მოსწავლეებმა, „დედაენის“ ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე საზეიმოდ აღნიშნეს.
IVა კლასში, დამრიგებლი ქეთინო დიაკონიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა მასპინძლობა გაუწიეს უმცროსკლასელებს - IIგ კლასს, რომლის ხელმძღვანელიც მარინა სოხაძეა.
მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
მოსწავლეებმა, პატარებს წაუკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები: „მკვეხარა ქოთანი“, „მეზობლები“, „ცხვირს მაღლა ვინ იწევს“ , „კეთილი სანდალა“, და ლექსებით შეამკეს გოგებაშვილის „დედაენა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა, კიდევ ერთხელ გაითავისეს ეროვნული საგანძურის - „დედაენის“ შემქმნელის იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.
იხილეთ ფოტოები: