ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგმა - ინგა მეტონიძემ კოლეგებს საგანმანათლებლო კონფერენციაზე გამოცდილება გაუზიარა
19-12-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლას არაერთი ღვაწლმოსილი და წარმატებული მასწავლებელი ჰყავს, მათ შორისაა პედაგოგი ინგა მეტონიძე.

პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებული გამოცდილება, პედაგოგმა საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე - „XXI საუკუნის გამოწვევებზე ორიენტირებული საბაზისო განათლება“, გააზიარა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე, პედაგოგმა მოისმინა კოლეგების წარდგენილი არაერთი საინტერესო თემა, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურობას მიზანმიმართულად გაამრავალფეროვნებს.

„თუ ბედავ სწავლებას, არასდროს შეწყვიტო სწავლა“, „კარგი მასწავლებელია, რომლის სიტყვაც არ ეწინააღმდეგება საქმეს“, - ეს ფრაზები გახლდათ სასკოლო საზოგადოების გზავნილი და იდეა, იმისა თუ რას ნიშნავს პროფესია - მასწავლებლობა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203