ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ტრენინგს დაესწრნენ
19-12-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საინტერესო და შემეცნებით პროექტსა თუ ღონისძიებაში. 

ამჯერად, მოსწავლეები: მარიამ ნაზარენკო, ანანო ბაზმანი და თამარ ბექელაძე ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის, სამოქალაქო განათლების პროგრამის - Unity Through Diversity, ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგს დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგზე წარმოდგენილი იყო ცენტრის მონაწილეთა განხორციელებული პროექტები საქართველოს მასშტაბით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციის მიზანი გახლდათ მოსწავლეთა ინფორმირება სამოქალაქო განათლების პროგრამის - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“, ახალგაზრდული კომპონენტის მიზნების, ამოცანების, ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

მოსწავლეთა დამრიგებლები ინგა ხაჟომია და ირინა ყურაშვილი არიან.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203