
ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი და პედაგოგები მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ, ამ მიზნით კი მოწაფეებს არაერთ ღონისძიებასა თუ კონკურსში რთავენ, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
მათ შორის, სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“. კონკურსის ფინალში სკოლის ორი გუნდი გადავიდა. ფინალურ ტურში მონაწილეობდა რეგიონში გამარჯვებული უფროსკლასელთა გუნდი „საბას ანგელოზები“, რომელსაც „ტვინების ბრძოლის“ თასი brains-ის წარმომადგენელმა - ალექსანდრე ბასილაძემ გადაეცა და „გამბედავები“, რომელიც მხოლოდ მეოთხეკლასელი ბიჭებითაა დაკომპლექტებული.
ორივე გუნდმა მაღალი შედეგი აჩვენა.
სკოლის დირექცია, დირექტორ მთვარისა ახვლედიანის ხელმძღვანელობით ულოცავს მათ ამ მიღწევას და კვლავ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: