„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ -  საინტერესო კონფერენცია გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში
19-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, საინტერესო კონფერენცია - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, მოეწყო. 

კონფერენციაში, მე-7 ,მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციის ინიციატორები იყვნენ სკოლის პედაგოგები: ბიოლოგიის მასწავლებელი ნანა შუბითიძე და სპორტის მასწავლებელი ბადრი ჭელიძე.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია მავნე ჩვევების შესახებ, მოსწავლეებმა სრულფასოვნად განმარტეს და განსაზღვრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების 5 ძირითადი ნაბიჯი.

კონფერენციის ორგანიზატორები, მადლობას უხდიან ადმინისტრაციასა და პედაგოგებს მხარდაჭერისათვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203