წყალტუბოს N4 სკოლ​ის ინგლისური ენის პედაგოგმა და მოსწავლეებმა საჩვენებელი გაკვეთილის მიზანს მრავალფეროვანი რესურსებითა და აქტივობებით მიაღწიეს
19-12-2023

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლ​ის მოსწავლეები ინგლისურ ენას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ.

ახლახან, მე-3 კლასში ინგლისურ ენაში ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - What are they doing? („რას აკეთებენ ისინი?“).

სასწავლო პროცესს ინგლისური ენის მასწავლებელი იულია კუხალაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ბავშვებს არაერთი სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

გაკვეთილის მიზანი იყო შესწავლილი ზმნებისა და გრამატიკული მასალის გამოყენებით სურათის აღწერა.

ამ მიზნის მისაღწევად მასწავლებელმა შექმნა მრავალფეროვანი რესურსები და მოიფიქრა საინტერესო აქტივობები, ბავშვებმა კი ხალისითა და მონდომებით, წარმატებით მიაღწიეს გაკვეთილის მიზანს.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა მიიღეს დადებითი შეფასება და დაჯილდოვდნენ ბეიჯებით, რამაც კიდევ უფრო აამაღლა მათი მოტივაცია და გაუღვივა ინტერესი საგნის მიმართ

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203