
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ახალახან, მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარეს.
გაკვეთილზე, მოსწავლეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებებზე, მათ „უფლებები“ საჰაერო ბუშტებზე დააწერეს და თანაკლასელებს დაურიგეს.
გაკვეთილს ისტორიის მასწავლებელი ლენა შველიძე ხელმძღვანელობდა.
დღე შემეცნებითი, ინტერაქციული და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: