„ენა, მამული, სარწმუნოება“- ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება
19-12-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.
ამჯერად კი, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ენა, მამული, სარწმუნოება“ გამართეს. ისინი მაყურებლის წინაშე ეროვნული სამოსით წარდგნენ და სამშობლოს სიყვარული, პატივისცემა გამოხატეს.
ღონისძიებაზე ერთმანეთს ლექსები, სიმღერა და ცეკვა ცვლიდა. მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს, თემატური ნამუშევრები შექმნეს და სასკოლო საზოგადოების დადებითი შეფასება დაიმსახურეს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის სკოლის მოსწავლეებსა და ღონისძიების ხელმძღვანელს, მუსიკის მასწავლებელ ლაურა ბუნტურს.
„შთამბეჭდავი იყო ისიც, რომ 15 დეკემბერს საქართველო ისტორიულ გადაწყვეტილებას - კანდიდატის სტატუსს ზეიმობდა, რამაც ღონისძიებას მეტი საზეიმო განწყობა შესძინა“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს