ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი, არაერთი ღონისძიება და აქტივობა იმართება. გარდა ამისა, სკოლაში კულინარიული ჯგუფი ფუნქციონირებს. ამჯერად, მოსწავლეებმა სხვადასხვა კერძი დაამზადეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, კერძების სერვირებაზეც იზრუნეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
კულინარიული კურსის ფარგლებში, ისინი მზადების ხელოვნებას ეუფლებიან და შესაძლებლობებს ავლენენ.
„გვინდა მოსწავლეთა ხელით შექმნილი კულინარიული „შედევრები“ გაგიზიაროთ, რომელთაც ბავშვები დიდი მონდომებით ამზადებენ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: