თბილისის N103 სკოლის V კლასის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებით იასპარეზეს
19-12-2023
თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ეს განაპირობებს იმასაც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა და პროექტში ხშირად და წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, Vბ კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი - თ.გოგოტიშვილი) ინტელექტუალურ კონკურსში - „ტვინების ბრძოლა“, ჩაერთნენ. მათ ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ და წარმატებით იასპარეზეს.
„ვულოცავთ მათ ამ დიდ გამარჯვებას“,- სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავოლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.