
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის პედაგოგები ცდილობენ მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესი შესთავაზონ და სასკოლო ცხოვრება გაუმრავალფეროვნონ.
ამჯერად, ისტორიის მასწავლებელის ლენა შველიძის ხელმძღვანელობით, მე-8 კლასში საინტერესო გაკვეთილი გაიმართა.
გაკვეთილზე, მოსწავლეებმა შუა საუკუნეების ევროპის საზოგადოება გააცოცხლეს, მიმოიხილეს აღნიშნული პერიოდი, ისაუბრეს შუა საუკუნეების კულტურასა და თანამედროვე სამყაროში მის გავლენაზე.
გაკვეთილი, შემეცნებითი, პროდუქტიული და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, ისინი საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
იხილეთ ფოტოები: