ნიგვზიანის საჯარო სკოლის თეატრალურმა სტუდია „პინოქიომ“ შთამბეჭდავი საახალწლო წარმოდგენა გამართა
19-12-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში ხელოვანი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში არიან ჩართულნი. 

სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს სკოლის თეატრალური სტუდია „პინოქიო“. 

თეატრალური სტუდიამ ლანჩხუთის კულტურის სახლში, გამართა საახალწლო წარმოდგენა - „დადუნასა და ბაბუნას საახალწლო თავგადასავალი“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას არაჩვეულებრივი სანახაობა შესთავაზეს. 

მაყურებლებს მათი მსახიობური ოსტატობა შეუმჩნეველი არ დარჩენია და სპექტაკლის დასრულებისას, დიდი თუ პატარა - ყველა, ერთნაირად გამოხატავდა აღფრთოვანებასა და კმაყოფილებას.

სპექტაკლი საქველმოქმედო სახისაა და ეძღვნება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ ნიგვზიანში ადაპტირებულ- მრავალფუნქციური სახელოვნებო სასწავლებლის გახსნას.

როგორც ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი, შორენა ფილიაკოვა აცხადებს, იდეა, გაიხნას ადაპტირებულ- მრავალფუნქციური სახელოვნებო სასწავლებელი, გაჩნდა ადგილობრივ თემში მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მხარდასაჭერად. ვინაიდან მათი ზრდასრულობა და მომავალი ბუნდოვანია, გარკვეული პროფესიის ან ხელობის ცოდნის გარეშე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203