კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში წარმატებით იასპარეზა
19-12-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში და წარმატებასაც აღწევენ. 

ახლახან, მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს „კინგსისა“ და საქართველოს ინტელექტ-კლუბ „რა? სად? როდის?” მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ კონკურსში - „რა? სად? როდის?“. 

იმერეთის პირველობაზე მოსწავლეთა გუნდი 10 საუკეთესოს შორის მოხვდა და ფინალის საგზურიც მოიპოვა. 

გუნდი ასევე წარმატებით წარდგა ფინალურ ტურზე და სათანადო კონკურენცია გაუწია სხვებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან მოსწავლეები კარგი შთაბეჭდილებითა და დიდი გამოცდილებით დაბრუნდნენ შინ. სკოლის დირექციამ ისინი მადლობის სიგელით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203