ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
19-12-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის სამ მოსწავლეს - ია მელიქიშვილს, ანა ქისტაურს და ნათია ხარებაშვილს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა. 

სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და უსურვებენენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება. 

მოსწავლეები კი დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობას ვუხდით სკოლას და სკოლის პედაგოგებს“,- აღნიშნავენ მოსწავლეები. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203