„ვებრძოლოთ ადიქციას“ - ჩაისუბნის N2 სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, მორიგი საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
18-12-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასში, პროექტის  - „ვებრძოლოთ ადიქციას“ ფარგლებში გაიმართა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ისტორიის მასწავლებელთან ირმა რიონიძესთან. 

აქტივობა მიზნად ისახავდა - მოსწავლეებმა შეძლონ გააზრება რა როლი აქვს აქტიურ
მოქალაქეს ადიქციასთან ბრძოლის საქმეში და რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.


ისტორიის მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეებმა გაიხსენეს წარსულიდან ადიქციაზე დამოკიდებული ცნობილი ისტორიული პირები და წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „რას მოგვითხრობს ისტორია ადიქციაზე“.

მასწავლებელი მოსწავლეებს დაეხმარა წყაროების მოძიებაში და შეახსენა, რომ თრიაქი მეფეების
გასართობი იყო. ასევე, გაიხსენეს ალკოჰოლზე დამოკიდებული სხვა ისტორიული პირები.

პრეზენტაციაში მოყვანილი მაგალითები გაამყარეს ისტორიული წყაროებით, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და დაასაბუთეს არგუმენტებით.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია „ ადიქცია - დაავადება თუ მავნე ჩვევა“.

აქტივობა საგნის საგანი სამოქალაქო განათლების შესწავლის ფარგლებში მოეწყო, საგანს მოსწავლეებს თამილა რიონიძე ასწავლის, ის ასევე გახლავთ კლუბ „სხივის“ კურატორი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203