საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ინგლისურ ენაზე მოსწავლეთა დებატები გაიმართა
18-12-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში უცხო ენების შესწავლისას დიდი ყურადღება ექცევა ენის დაუფლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სპეციფიკური საკითხების პრაქტიკულად წარდგენის დეტალებს.

ამ ეტაპტზე ყურადრება დაეთმო ინგლისურენოვან დებატებს. 

მე-7 კლასის ინგლისურის პედაგოგმა, ანა ხელაიამ მოსწავლეებს დებატების ფორმატში წარსადგენი პრეზენტაცია შესთავაზა:თემა იყო: უცხო ენებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები/საკვანძო საკითხები.

მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები და წარადგინეს აუდიტორიის წინაშე.

პრეზენტაციის თემები იყო:

1. Is speaking English bad for native language?

2. Chinese is the language of future

3. What if everyone in the world spoke the same language

4. You can't start a job unless you are billingual

5. Films and TV series are always better in original version

6. We should speak enemy's language

7. English is essential to learn

8. English has positive/negative influence in teenagers

9. Second language in first grade is necessery

10. Students should be able to choose which foreign language to study.

პრეზენტატორებმა პრეზენტაციები წარადგინეს საუკეთესოდ. გამოავლინეს ენაში არსებული ლექსიკური მარაგის სწორი გრამატიკული კონტექსტებით წარმოთქმისა და გამოყენების უნარი, ლოგიკური შეკითხვების დასმის ოსტატობა და პასუხების სისხარტე, ენობრივი ერთეულების სწორი წარმოთქმის ტექნიკა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ლალი მელივა, პედაგოგები და მოსწავლეები.

ლალი მელივამ მოსწავლეებს მიულოცა წარმატებული გამოსვლა და მიუთითა საყურადღებო დეტალებზე, რომელიც თითოეულმა მათგანმა გამოავლინა პერსონალურ სიტყვით გამოსვლაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203