
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ პროექტსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში რთავენ.
10 ნოემბერს, ხაიშის საჯარო სკოლაში ჩატარდა კონკურსი - „ტვინების ბრძოლა“, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლეები სამივე საფეხურიდან.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა მეორე ეტაპზე გადასული სამი გუნდი.
26 ნოემბერს, ქალაქ ზუგდიდში გაიმართა კონკურსის მეორე ეტაპი. ხაიშის სკოლის ორი გუნდი - „პინგვინები“ და „ლიდერები“ მესამე ეტაპზე გადავიდა.
10 დეკემბერს გამართულ კონკურსში წარმატებით იასპარეზა გუნდმა - „პინგვინები“. მოსწავლეებსა და მათ მენტორებს სერტიფიკატები და სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: