ბათუმის N8 საჯარო სკოლის ხელბურთელთა გუნდის წარმატება სპორტულ ფესტივალში
18-12-2023

სპორტი, რომ ჯანმრთელობის საწინდარია ბათუმის N8 საჯარო სკოლაში კარგად ესმით, ამიტომ მოსწავლეებს სპორტული ცხოვრებისკენ მოუწოდებენ და ამ მიმართულებით არაერთ ღნისძიებაში რთავენ. 

14 დეკემბერს ქალაქ ბათუმის სკოლებს შორის ხელბურთის ფესტივალი ჩატარდა.

ფესტივალის მიზანი იყო ახალგაზრდების ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შემდგომი  ჩართვა სპორტის ამ სახეობაში.

ხელბურთის ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის N8 საჯარო სკოლის 2012-2013 წელს დაბადებულმა ბავშვებმა.

შეჯიბრება ჩატარდა ოლიმპიური სისტემით. გუნდები დაწყვილდნენ წილისყრით (გუნდის მწვრთნელი, მასწავლებელი ეთერ ზოიძე).

სკოლის ხელბურთელებმა ყველა თამაში დიდი ანგარიშით მოიგეს, ფინალში დაამარცხეს მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პირველი ადგილი დაიკავეს.

ბათუმის N8 საჯარო სკოლის ხელბურთელთა გუნდი დაჯილდოვდა თასით, მედლებითა და სიგელებით. საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა გუნდის ხელბურთელი ანდრია ზოიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203