მუსხის საჯარო სკოლაში ანა კალანდაძის 99-ე დაბადების დღე საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
სკოლაში პოეზიის დედოფლად აღიარებული დიდი ქართველი პოეტის, ანა კალანდაძის დაბადებიდან 99-ე წელი აღინიშნა. მოსწავლეებმა პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, მისი საუკეთესო ლექსები წაიკითხეს, პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მოსწავლეებმა ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: