
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე აცნობენ სხვადსხვა პროფესიებს და მათ საინტერესო სასწავლო გარემოს უქმნიან.
ამჯერად, IIIბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელის - მარიტა ბრეგაძის ხელმძღვანელობით, პიცის მომზადების მასტერკლასს დაესწრნენ.
მოსწავლეები, მზარეულებისგან გაეცნენ პიცის სწორად მომზადების ტექნიკას და განივითარეს პრაქტიკული შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ პატარებისთვის ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლასგარეშე აქტივობები და განსაკუთრებით, პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობები ეხმარებათ ბავშვებს გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და აიმაღლონ ცნობიერება.
იხილეთ ფოტოები: