„პანორამა, მოგზაურობა სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში“- ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება სამაგალითოდ შეასრულეს
18-12-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, VIII კლასის მოსწავლეებმა ხელოვნებაში კომპლექსური დავალება განახორციელეს, რომლის თემა იყო - „პანორამა, მოგზაურობა სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში“. 

მოსწავლეებმა სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის შესახებ ნამუშევრები შექმნეს. მათ გამოიყენეს მრავალფეროვანი მასალა, შესაბამისი ხერხები და პანორამაზე შერჩეული კულტურის ძირითადი მახასიათებელი ნიშნები, სიმბოლოები და გარემო ასახეს. ბოლოს კი, ნამუშევრები ერთიან პანორამად გააერთიანეს. 

მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203