ზღაპრული საახალწლო გარემო და მოსწავლეთა შექმნილი დეკორაციები ყვარლის N2 საჯარო სკოლაში
18-12-2023
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და ხალისიანად მიმდინარეობს. 

ახლა უკვე საახალწლო სამზადისიც დაიწყო, რასთან დაკავშირებითაც სკოლაში თემატური დეკორაციები დამზადდა.  აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ამაღლებული სადღესასწაული განწყობა იგრძნობა, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

სასკოლო საზოგადოება დამდეგ შობა-ახალ წელს ყველას ულოცავს.

იხილეთ ვიდეო:

ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203