„გვახარებს სხვისი სიხარული“ - კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საქველმოქმედო აქტივობა
18-12-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ჰუმანურად აღზრდასა და მათში თანადგომისა და თანაგრძნობის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბის - „ახალგაზრდა ინოვატორები“, წევრებმა, პედაგოგ ქეთევან გუნცაძესთან ერთად, პროექტი - „გვახარებს სხვისი სიხარული“, განხორციელეს. 

პროექტის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოება 17 დეკემბერს, მერაბ გორდეზიანის სახელობის ჰუმანიტარული კავშირს - ზესტაფონის „კათარზისს“, ესტუმრნენ. 

მოსწავლეებმა ბარბარობის დღესასწაული მიულოცეს ბენეფიციარებს და დღესასწაული მათთან ერთად აღნიშნეს. მოსწავლეებმა, მასპინძლებს მიართვეს საჩუქრები და ბოლოს, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

სკოლაში, განსაკუთრებულ მადლობას უხდიან მასპინძლებს საუკეთესო დახვედრისთვის

„უღრმესი მადლობა ქალბატონ ნათია გორდეზიანს, ამ შესაძლებლობისთვის. რომელიც აწ გარდაცვლილი მამის წამოწყებულ საქმეს აგრძელებს, დიდი სითბოთი და სიყვარულით. მადლობა ყველა ბენეფიციარს, რომლებიც სითბოს სიყვარულს და ლოცვას არ იშურებდა ჩვენდამი. მადლობა, ბავშვებო თქვენ მშობლებს, თითოეულ თქვენგანს, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, პროექტი მაინც განვახორციელეთ. გაუხალისეთ ერთი დღე ჩვენ თანამემამულეებს. მრავალი ბედნიერი ახალი წელი დაგვდგომოდეს ყველას. მიყვარხართ“, - აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203