
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მეთოდი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესოა და მათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს უვითარებს, რაც მეტად მნიშვნელოვანი.
ახლახან, სასკოლო პროექტის - „სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში მოეწყო საინტერესო პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა, სამცხე-ჯავახეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ მოძიებული მრავალფეროვანი ინფორმაცია და ფოტო-მასალა წარმოადგინეს.
პრეზენტაცია ინფორმაციული და შემეცნებითი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს როგორც საკითხის ცოდნა, ასევე ტექნიკური უნარ-ჩვევები.