„მომავლის  თაობა“ - საინტერესო პროექტი ჩაისუბნის საჯარო სკოლაში 
18-12-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში, საინტერესო სასკოლო პროექტი - „მომავლის  თაობა“, ხორციელდება. 

პროექტს, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მ.უნგიაძე ხელმძღვანელობს. 

აღსანიშნავია, რომ IX კლასის მოსწავლეების -  ა.შარაშენიძისა  და  თ.მიმინოშვილის წარმატებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარის შემდეგ, პროექტმა სასკოლო ხასიათი მიიღო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს შემდეგმა მასწავლებლებმა: 

მ.პაიჭაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, რომელმაც მოსწავლეებს ესეების კონკურსის იდეა მიაწოდა, მ.კაპანაძე - ისტორიის პედაგოგი, რომლის ინიციატივაც - „დროის  ხაზი“ გახლდათ,  გ.აბუსერიძე - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, რომლის იდეაც - „ნახატების  კონკურსი“, იყო,  მ.სიხარულიძე - ბიოლოგიის მასწავლებელი, იდეით - „კაცობრიობის  განვითარება“, და ნ.თოდრია ისტ-ის მასწავლებელი, საინტერესო ინიციატივით - „მოგზაურობა მომავალში“. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსები სხვადასხვა დღეს გაიმართა:

11 დეკემბერს - ქართული ენისა და ლიტერატურის და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების;

12 დეკემბერს - ისტორიის;

13 დეკემბერს - ბიოლოგიისა და ისტ-ის

აღსანიშნავია, რომ პირველი  ეტაპის  დამთავრებისას,  კომისია გამოავლენს ყველაზე აქტიურებს და ისინი სიგელებით დაჯილდოვდებიან. 

პროექტის მეორე ეტაპი კი, გაგრძელდება მეორე სემესტრში და მას საკლასო ხასიათი ექნება.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203