ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შექმნილი ელექტრონული წიგნი დაიბეჭდა
18-12-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

სკოლა სასკოლო კვირეულში - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, მონაწილეობდა. რის ფარგლებშიც მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, პროექტი - „აფხაზეთის პირველი საგანმანათლებლო კერა - ოქუმის სკოლა“ განახორციელეს. გარდა ამისა, პროექტში ასევე ჩართულნი იყვნენ სტუდენტები აფხაზეთიდან.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ძალაინ ბევრი აქტივობა გამართეს - შეიქმნა ბუკლეტები და ელექტრონული წიგნი, რომელიც შემდგომ დაიბეჭდა და წიგნად გამოიცა.

„ეს წიგნები დღეს სკოლის თითოეული მასწავლებლის საოჯახო ბიბლიოთეკას ამშვენებს. აღნიშნულმა პროექტმა გაიმარჯვა რაიონულ კონკურსში და შემდგომი ეტაპისთვის გაგზავნილ იქნა თბილისში“,- გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და პროექტი ბმულზე: 

ბმული 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203