„ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა“ - საინტერესო სადამრიგებლო საათი ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში
18-12-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო სადამრიგებლო საათი ჩატარდა, თემაზე - „ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა“.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თამბაქოსა და მის ზემოქმედებაზე, ისაუბრეს თუ რა დამღუპველი ზიანი მოაქვს მის ხშირ მოხმარებას. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წარმოადგინეს როლური თამაში - „ექიმი და პაციენტი“, რითაც პოზიტიური გარემო შეიქმნა, როლები კი, შესანიშნავად მოირგეს. 

აღსანიშნავია, რომ სადამრიგებლო საათზე მიწვეულები იყვნენ საბუნებისმეტყველო კათედრის მასწავლებლები: მანანა ლემსაძე და ხათუნა უსტიაშვილი, მათ ბავშვებს საინტერესო რჩევები მისცეს.

შეხვედრას კლასის დამრიგებელი თამილა დუმბაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მიწვეულ სტუმრებს საჭირო რჩევებისთვის. 

„მადლობა ჩვენს მზრუნველ პედაგოგებს, ვფიქრობ რომ ეს გაკვეთილი უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენი მოსწავლეები აუცილებლად გაითვალისწინებენ თითოეულ რჩევას“,- აღნიშნავს ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203