თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასიამოვნო, სახალისო სასწავლო გარემოს შექმნაზე განსაკუთრებით ზრუნავენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო ცხოვრება აქტიურ ფაზაში შევიდა, სტანდარტული საგაკვეთილო პროცესის გარდა, წინასაახალწლო ფუსფუსი დაიწყო.
საახალწლო ჟრიამული უკვე თითოეული კლასის ვიზუალურ მხარეზე აისახა.
სკოლაში, განსაკუთრებით აღნიშნავენ, თუ რა მონდომებით ცდილობენ დაწყებითი საფეხურის პედაგოგები ბავშვების გახარებას, ისინი ემზადებიან გასართობი და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიებებისთვის.
„ფეხბედნიერი ყოფილიყოს დამდეგი შობა-ახალი წელი სრულიად საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის“, - ამ სიტყვებით კი, სკოლა სრულიად საქართველოს დამდეგ ახალ წელს ულოცავს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე