პტენის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
18-12-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი შთამბეჭდავი, მხიარული და საინტერესო აქტივობები ხორციელდება.

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც საახალწლო სამზადისი დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ გარემოც სადღესასწაულოდ იყო მორთული, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203