„დღე საოცარი და წარუშლელი“ - წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
18-12-2023

საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლურმა გიმნაზიამ შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყო. 

ღონისძება, 15 დეკემბერს საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ შთამბეჭდავი წარმოდგენა, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საიუბილეო 45/90 თარიღების მიეძღვნა. 

​მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი, თეატრალური წარმოდგენებით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზეს და აუდიტორიის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

„დღე საოცარი და წარუშლელი“ - ასე შეაფასეს წარმოდგენა სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორები, პედაგოგები: შორენა ჩინჩალაძე, ეკატერინე გიორგაძე და ნინო დარბაიძე გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები და საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების“ სიუჟეტიდან ამონარიდი, სადაც ნაჩვენებია საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიის მოსწავლეთა შთამბეჭდავი წარმოდგენა. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203