
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში Vა კლასის მოსწავლის - ლიზი ბოჭორიშვილის სპორტულ წარმატებას ზეიმობენ.
ლიზი ბოჭორიშვილმა წარმატებით იასპარეზა ტყიბულში გამართულ გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ იმერეთის პირველობაზე კუნგ-ფუ-ში. მან შეჯიბრებაზე გოგონათა შორის პირველი ადგილი მოიპოვა და შესაბამისი ხარისხის მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ სკოლის სახელით ლიზის ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ლიზი ბოჭორიშვილის მწვრთნელი ოლეგ ფანჩულიძე გახლავთ, დამრიგებელი კი - შორენა ბუიღლიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა გულმხურვალე გულშემატივრები და მხარდამჭერები არიან.