ძველი ხიბულის საჯარო სკოლის პედაგოგმა და მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას საინტერესო პროექტი მიუძღვნეს
18-12-2023
 

ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში, შთამბეჭდავი, კოსტიუმირებული სანახაობა მოეწყო. 

„მადლობა შემოდგომას ბარაქიანობისთვის“, - საინტერესო პროექტით, მოსწავლეებმა წელიწადის ოქროსფერი სეზონი საზეიმოდ გააცილეს. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ შემოდგომაზე სოფლად მიმდინარე სამუშაოებს, მონაწილეობდნენ სიმინდის გარჩევაში, ჩურჩხელის დამზადებაში, მათ ასევე გააკეთეს ვენახში ყურძნის კრეფის ინსცენირება, იცეკვეს, იმღერეს და ლექსები წაიკითხეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ირმა ფიფია, მასში კი, მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც გვერდში მშობლები ედგნენ. 

როგორც პედაგოგი გვიყვება, მოსწავლეებთან ერთად დაგეგმა შესასრულებელი სამუშაოები, მისივე თქმით, პროექტი მიზნებზე  გავიდა: მოსწავლეებმა ზედმიწევნით შეძლეს დაგეგმილი შედეგების რეალიზება.

„მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე. პროექტი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემ მიერ დაგეგმილმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა. ბავშვები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ აპლიკაციების შექმნასა და ზეიმის მოწყობაში, მოსწავლეებისთვის კი ყველაზე ხალისიანი ჩურჩხელების ამოვლება გახდა.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, ამგვარი სწავლების დადებითი მხარე ისაა, რომ მოსწავლეები უკეთ შეიცნობენ და აღიქვამენ გარესამყაროს“, - გვიყვება პედაგოგი. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203