მუსხის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა
18-12-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, მუსხის საჯარო სკოლაში, V-VI კლასებს შორის ჩატადა სპორტული ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ .

ღონისძიებას უძღვებოდნენ სპორტის მასწავლებელი მალხაზ ოქრომელიძე და კლასების დამრიგებლები - მარინა ინასარიძე და ნატო მაღრაძე.

ღონისძიება იყო მრავალფეროვანი და საინტერესო. ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ და ბევრი იმხიარულეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203