ბენარის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეთა კომპიუტერული ტექნოლოგიების სახალისო შემაჯამებელი გაკვეთილი
18-12-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, V კლასში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილი, სახალისო თამაშით, პროგრამა Kahoot-ის გამოყენებით, წარიმართა.

ღონისძიებაში მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. შემაჯამებელ გაკვეთილს ადმინისტრაციიდან, სხვადასხვა საგნის პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიებამ ძალიან ხალისიანად ჩაიარა. I, II, და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

„აღნიშნულ პროგრამას მომავალშიც გამოვიყენებთ სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებაში. გვინდა ყველა მოსწავლეს ვუსურვოთ წარმატება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203